16:30–18:00: ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
19:30–20:30: დისკუსია: აკაკი ბაქრაძის მემკვიდრეობა
20:45–22:00: ლექციები:
- ტაო-კლარჯეთში ახალი ქართლის ჩამოყალიბება
- ისტორიული მიმოხილვა და საგარეო პოლიტიკა
„დათვალიერება კმარა?“ — ეს არის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აკაკი ბაქრაძის ამავე სახელწოდების წერილის იდეის გაცოცხლებას: კულტურული მემკვიდრეობის დაფასებას, გააზრებასა და მის დაცვაზე ზრუნვას. პროგრამის ფარგლებში, ყოველ ზაფხულს შეირჩევა ერთი მნიშვნელოვანი კულტურული რეგიონი.
2026 წლის ექსპედიცია: ტაო-კლარჯეთი
წლევანდელი ექსპედიცია გაიმართება ტაო-კლარჯეთში 23-27 ივლისს და სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 მოტივირებულ, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით სავსე სტუდენტს გააერთიანებს. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, არა მხოლოდ დაათვალიერონ, არამედ სიღრმისეულად გაიაზრონ ჩვენი კულტურული საგანძურის მნიშვნელობა და შეიმუშაონ მისი დაცვის პრაქტიკული პროექტი. ექსპედიციას უხელმძღვანელებს ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე, აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად.
პროგრამაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება: მგზავრობის, კვებისა და განთავსების ხარჯებს აკაკი ბაქრაძის საზოგადოება უზრუნველყოფს. ქვემოთ იხილეთ დეტალური ინფორმაცია დღის განრიგსა და სააპლიკაციო ვადებზე.
განაცხადების მიღება 27 აპრილამდე გაგრძელდება.
შერჩევის შედეგები გამოცხადდება 8 ივნისს.
კარგია დათვალიერება. მართლაც დიდებული და თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც ბუნებას შეუქმნია, ოღონდ ყველაფერს ადამიანის ხელიც უნდა დავატყოთ! ამან დამაფიქრა და მტკივნეული კითხვა გამიჩინა – სადამდე უნდა ვათვალიეროთ ჩვენივე მამული?!
– აკაკი ბაქრაძე, დათვალიერება კმარა?
ექსპედიციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემაჯამებელი პროექტი ერთ-ერთი მიმართულებით:
განაცხადების მიღება 27 აპრილამდე გაგრძელდება.
შერჩევის შედეგები გამოცხადდება 8 ივნისს.
ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ყველაზე ხშირად სვამენ. თუ თქვენს კითხვაზე პასუხი აქ არ არის, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: info@akakibakradzesociety.org — სიამოვნებით დაგეხმარებით.
როგორ ხდება მონაწილეების შერჩევა?
მონაწილეები შეირჩევიან წარდგენილი განაცხადისა (რომელიც მოიცავს კითხვარზე გაცემულ პასუხებს, პირად ესეს, რეზიუმესა და ნიშნების ფურცელს) და გასაუბრების საფუძველზე.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი?
შერჩევისას ყურადღება ექცევა სტუდენტის ინტერესს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და მის სურვილს, ჩაერთოს საზოგადოებრივ საქმიანობაში. ასევე მნიშვნელოვანია აკადემიური მოსწრება (მაღალი GPA/ნიშნები) და პროგრამის მიმართ გამოხატული ენთუზიაზმი.
როდის და როგორ გავიგებ ჩემი განაცხადის შედეგებს?
განაცხადების მიღება სრულდება 27 აპრილს. მაისის პირველ ნახევარში შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრების დასაგეგმად. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 8 ივნისს. გთხოვთ, აღნიშნულ პერიოდში პერიოდულად გადაამოწმოთ თქვენი ელფოსტა.
აუცილებელია თუ არა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტობა?
არა, კონკრეტულ ფაკულტეტზე სწავლა სავალდებულო არ არის. პირიქით, ჩვენი მიზანია სხვადასხვა აკადემიური ინტერესის მქონე სტუდენტების გაერთიანება.
შეუძლიათ თუ არა მონაწილეობის მიღება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს?
დიახ, პროგრამაში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტებისთვისაც არის შესაძლებელი.
შეუძლიათ თუ არა პროგრამაში მონაწილეობა მაგისტრატურის სტუდენტებს?
წლევანდელი ექსპედიცია ძირითადად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ გამონაკლისი შემთხვევები და მივიღოთ განაცხადები მაგისტრატურის სტუდენტებისგანაც.
რამდენი მონაწილე შეირჩევა?
ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად სულ 15 სტუდენტი შეირჩევა.
ვინ უხელმძღვანელებს ექსპედიციას?
ექსპედიციას უხელმძღვანელებს ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე, აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად.
რა ხარჯებს ფარავს პროგრამა?
პროგრამა სრულად დაფინანსებულია. დაფინანსება მოიცავს ტრანსპორტირებას, საცხოვრებელს, პროგრამით გათვალისწინებულ ყველა აქტივობასა და საგანმანათლებლო კომპონენტს.