დათვალიერება კმარა? — ეს არის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აკაკი ბაქრაძის ამავე სახელწოდების წერილის იდეის გაცოცხლებას: კულტურული მემკვიდრეობის დაფასებას, გააზრებასა და მის დაცვაზე ზრუნვას. პროგრამის ფარგლებში, ყოველ ზაფხულს შეირჩევა ერთი მნიშვნელოვანი კულტურული რეგიონი.
წლევანდელი ექსპედიცია გაიმართება ტაო-კლარჯეთში 23-27 ივლისს და სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 მოტივირებულ, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით სავსე სტუდენტს გააერთიანებს. ექსპედიციას გაუძღვება გიდი და ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, არა მხოლოდ დაათვალიერონ, არამედ სიღრმისეულად გაიაზრონ ჩვენი…