ნაშრომების განმეორებით გამოცემა
აკაკი ბაქრაძის მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი დღეს აღარ იბეჭდება და ახალგაზრდა თაობისთვის თითქმის ხელმიუწვდომელია. ნაშრომების განმეორებით გამოცემის პროექტი მიზნად ისახავს მისი ტექსტების ხელახლა გამოცემასა და მათ განხილვას საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების მეშვეობით.
2026 წლის სექტემბერში გამოვეცით აკაკი ბაქრაძის 1989–1999 წლებში დაწერილი პუბლიცისტური წერილების კრებული. 2027 წლისთვის ვმუშაობთ „მწერლობის მოთვინიერების“ და ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიის გამოცემაზე..
2026 · სექტემბერი — პუბლიცისტური წერილები (1989–1999)
2027 · აპრილი — მწერლობის მოთვინიერება
2027 — ნიკო ნიკოლაძე
მწერლობის მოთვინიერება
ესეისტიკა
ნიკო ნიკოლაძე
ბიოგრაფია
კინო თეატრი
ესეისტიკა
რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის. თუ მაგას მივყევით, ჩვენ ჩინებსავით შევზდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავდგამთ. თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლისა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ, პირუთვნელად უნდა ვამხილოთ ყოველივე დასადგომი და უვარგისი. როგორ უნდა გავსწორდეთ თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება.
— აკაკი ბაქრაძე, ილია ჭავჭავაძე