სტატიები

ვასალური აზროვნება 

უკანასკნელი ათიოდე წლის მანძილზე საქართველოში დიდი მოვლენები მოხდა. ამ მოვლენებს დადებითი შედეგებიც მოჰყვა და უარყოფითიც. ამჯერად დადებით მხარეზე არაფერს ვიტყვი. ყურადღებას მხოლოდ უარყოფითზე გავამახვილებ, რადგან მის აღმოფხვრაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ბედ-იღბალი მომავალში.  ახლა ამ მოვლენათა ბევრი მონაწილე და მოწმე წერს

საქმით მეტყველი სული („ოთარაანთ ქვრივი“)

ალბათ ყველას ახსოვს „ოთარაანთ ქვრივის“ დასასრული. სოფლის საგოდებელზე მეცხვარეებმა შვილის საფლავზე დამხობილი, მკვდარი ოთარაანთ ქვრივი იპოვეს. სოფელი ფეხზე დადგა. შეიქნა ერთი ვაი-უშველებელი. ეცოდებოდათ აგრე საცოდავათ გათავებული ქვრივი, მაგრამ დამტირებელი მაინც არავინ ჰყავდა. შვილის სიკვდილის შემდეგ ოთარაანთ ქვრივი მარტოდმარტო და უპატრონო

იწამე გადარჩენა  („ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”)

1857 წლის 18 მარტს გუსტავ ფლობერი კერძო ბარათით წერდა მადმუაზელ ლერუაიე და შანტპის: „ხელოვანი თავის ქმნილებაში ისე უნდა იყოს, როგორც ღმერთი ბუნებაში, უნდა იყოს უხილავი და ყოვლადძლიერი. მას ყველგან უნდა გრძნობდე, მაგრამ ვერ ხედავდე“. ეს უკამათო სიბრძნე რატომღაც მომდევნო თაობებმა

მიამიტობა

ქართული პოლიტიკური აზროვნება ძალიან გულუბრყვილოა. ამას წინათ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (1996 წელი, №14) ვახტანგ გოგუაძის მონოლოგი წავიკითხე. იგი გულდაწყვეტილი ამბობს: „ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, რომელთა შორის განხეთქილებისათვის მილიარდები დაიხარჯა. ვინც რუსეთი და საქართველო გადაამტერა, ის მტერია რუსეთისა და საქართველოსი“. ამ ორ

ხვალ გვიან იქნება

საქართველოს ისტორიაში მეორედ ხდება ჩვენი ქვეყნის კატასტროფიული დამარცხება. პირველად მაშინ, როცა ის ტერიტორია დაკარგა, რომელიც ამჟამად „თურქეთის საქართველოდ“ იწოდება და მეორედ ახლა, როცა რუსეთმა აფხაზეთი მოგლიჯა საქართველოს. პირველ დამარცხებას, ავად თუ კარგად, საქართველომ გაუძლო. გაუძლებს კი მეორეს? ეს კითხვა ყველა

არაფრობის უარყოფა („კაცია-ადამიანი?!“)

ლუარსაბ თათქარიძის სახით ილია რომ საერთოქართულ მოვლენას გულისხმობდა, ეს თავად აღნიშნა მრავალგზის „კაცია-ადამიანში?!“. „ჩვენ პირთან საქმე არ გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ“, იმთავითვე აცხადებს მწერალი მკაფიოდ და ნათლად. მერე გზადაგზა, ყველა აუცილებელ შემთხვევაში, ახსენებს მკითხველს მოვლენის საერთოქართულ ხასიათს. დავაკვირდეთ. ილია