სტატიები

მხოლოდ გამარჯვება 

არც აქამლდე იყო რაიმე საეჭვო, მაგრამ დღეის ამას იქით, ყველაზე ურწმუნო თომამაც უნდა დაიჯეროს, რომ ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთში მიმდინარე ომი მოწყობილია რუსეთის მიერ. ამის გაცნობიერებამ ქართველში შიში, სასოწარკვეთილება და ისტერია არ უნდა გამოიწვიოს. თუ ხალხი ერთ მუშტად არის შეკრული,

მამელუკური ცნობიერება 

ჯერ პატარა განმარტება: კარგა ხნის წინათ, კინორეჟისორმა დავით რონდელმა კონდრატე თათარაშვილის-უიარაღოს მოთხრობის „მამელუკის“ მიხედვით გადაიღო ფილმი. მაშინ არაბული ენის მცოდნეებმა დავით რონდელს ურჩიეს ფილმისათვის „მამლუქი“ და არა „მამელუკი“ დაერქმია. „მამლუქი“ ამ არაბული სიტყვის უფრო სწორი გამოთქმაა, ვიდრე „მამელუკიო“. ასეც უწოდეს

დაგონჯებული ქართული 

…ქართული ენის პატრონობა დამოუკიდებლობა-თავისუფლებისათვის ბრძოლას ნიშნავდა საქართველოში. ქართული ენა ჩვენი მწერლობისა და მეცნიერების მუდმივი და შეუნელებელი ზრუნვის საგანი იყო.  ასე გრძელდებოდა აგერ აქამდე, 80-იანი წლების ბოლომდე. მერე რატომღაც ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად ზურგი შეაქციეს იმ

ჯავახეთო, ჯავახეთო… 

შარშან ზაფხულს ჯავახეთი მოვიარე. ვინც ოდნავ მაინც იცის საქართველოს ისტორია, ისიც კარგად ეხსომება, რა დიდი როლი შეასრულა ამ კუთხემ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ აღორძინებაში. მარტო ის რად ღირს, რომ ერთ დროს ჯავახეთი საუფლისწულო მამული იყო. მარტო სიტყვა „საუფლისწულოც“

მწარე სინამდვილე 

დღეს საქართველოში სიტყვის, გინდ დაბეჭდილს, გინდ ზეპირად თქმულს, ღირებულება, ფასი, მნიშვნელობა დაეკარგა.  მოგეხსენებათ, კომუნისტური რეჟიმის დროს სიტყვას კრძალავდნენ, თუ ხელისუფლებისათვის არასასურველად მიიჩნევდნენ. აკრძალვა შეეძლო რიგით ცენზორსაც და საგანგებო სამთავრობო დადგენილებასაც. თუ, ერთი მხრივ, ეს იმას ნიშნავდა, რომ აზრი ციხეში იჯდა

დათვალიერება კმარა? 

ჭიმღა, კვირიწმინდა, კალოთანა, ღორღუ, მალოზანა, ოხერხევი, საბერწე, ფაფარენა, გარბანი, უკანახო, აჭეხა, მაღრანი, ხორიელი, ღელე, ზენდათვისი, ლებაისკარი, ზეზეიჯე, გურო, სადუცე, ორწყალა, ხორუ, ჭუჭყეთი, აცეხი, მიცუსჭალა, ზენხახაბო, წუქიო…  ეს ტოპონიმები თუ გაგიგონია, მკითხველო? ხევსურული სოფლების სახელებია, იმ სოფლებისა, ოდესღაც რომ არსებობდა, შემდეგ