„დათვალიერება კმარა?“

“დათვალიერება კმარა?” — ამ კითხვით დაიწყო ჩვენი ხუთდღიანი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში.

გამგზავრებამდე, პირველი დღე “დათვალიერება კმარას” შინაარსის გააზრებას დავუთმეთ. აკაკი ბაქრაძის ნაშრომებზე დაყრდნობით, ვისაუბრეთ სიტყვასა და საქმეს შორის არსებულ მუდმივ აცდენაზე, თუ რატომ არის ბევრად მარტივი პასუხისმგებლობაზე საუბარი, ვიდრე მისი შესრულება. ასევე ვიმსჯელეთ, თუ რას ნიშნავს ზრუნვა საკუთარ მემკვიდრეობაზე, არა სხვისი ან მხოლოდ სახელმწიფოს გულხელდაკრეფილი ლოდინით, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებითა და ინიციატივის ხელში…

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

მწარე სინამდვილე

„მეოთხე“ N25, 3 ივლისი, 1998 

დღეს საქართველოში სიტყვის, გინდ დაბეჭდილს, გინდ ზეპირად თქმულს, ღირებულება, ფასი, მნიშვნელობა დაეკარგა. მოგეხსენებათ, კომუნისტური რეჟიმის დროს სიტყვას კრძალავდნენ, თუ ხელისუფლებისათვის არასასურველად მიიჩნევდნენ. აკრძალვა შეეძლო…

თუ ჩვენ კვაჭი კვაჭანტირაძისა და თეიმურაზ ხევისთავის თვისებები სამუდამოდ არ მოვიცალეთ და ამირანის, ავთანდილის, ოთარაანთ ქვრივის, მინდიას თვისებები არ ავაღორძინეთ, დამოუკიდებელ საქართველოს ხომ ვერ ავაშენებთ და ვერ ავაშენებთ, საერთოდ ჩვენი, როგორც ერის, არსებობაც კი შეიძლება საეჭვო გახდეს.

— აკაკი ბაქრაძე

ნაშრომების განმეორებით გამოცემა

აკაკი ბაქრაძის ნაშრომების განმეორებით გამოცემის პროექტი მიზნად ისახავს მისი ტექსტების ხელახლა გამოცემას. 2026 წლის სექტემბერში გამოვეცით 1989–1999 წლებში დაწერილი პუბლიცისტური წერილების კრებული. ეს ის პერიოდია, როცა ეროვნული მოძრაობის სახით ქვეყანაში დიდი იმედი დაიბადა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება რეალურ შესაძლებლობად იქცა, თუმცა მალევე გამოჩნდა, რამდენად რთულია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს აშენება. ეროვნული მოძრაობის შემდგომმა მტკივნეულმა მარცხმა, სამოქალაქო დაპირისპირებამ…

დაგეგმე ქართული კინოს საღამო შენს უნივერსიტეტში

აკაკი ბაქრაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქართულ კინოსა და მის როლს ქართულ კულტურაში. ეს რწმენა მის საქმიანობაზეც აისახა: ის არა მხოლოდ მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმსა“ და კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში მთავარ რედაქტორად, არამედ დაგვიტოვა ღრმა ანალიტიკური ნაშრომები კინოხელოვნებაზე, რომლებიც თავმოყრილია წიგნში – „კინო თეატრი“.

მისი საქმის გასაგრძელებლად, ქართული კინოს მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და ახალგაზრდა თაობისთვის გასაცნობად, საზოგადოება წარმართავს საგანმანათლებლო პროგრამას: „ქართული კინო შენს უნივერსიტეტებში“. ამ ინიციატივის მიზანია, ქართული ფილმების…

წამოიწყე წიგნის წრე და შექმენი დიალოგის სივრცე

მწერლობის მოთვინიერება

მწერლობის მოთვინიერება

ესეისტიკა
წიგნი აღწერს ქართველი მწერლებისა და ინტელექტუალების მძიმე მდგომარეობას საბჭოთა კავშირის …
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

ბიოგრაფია
აკაკი ბაქრაძის ნამუშევრებს შორის წიგნს „ილია ჭავჭავაძე“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი …
პუბლიცისტური წერილები, 1989-1999

პუბლიცისტური წერილები, 1989-1999

ესეისტიკა
აკაკი ბაქრაძის შემოქმედება გაცილებით დიდ პერიოდს მოიცავს, თუმცა ამ კრებულისთვის …

ჩვენ არამარტო ეკონომიკის აღორძინება, დამნაშავეობის მოსპობა, არმიის შექმნა და კიდევ უამრავი პრობლემის მოგვარება გვჭირდება, არამედ იმ მანკიერებათა ამოძირკვა რომელიც ჩვენ სულსა და მენტალიტეტში ისტორიულმა უიღბლობამ და სიდუხჭირემ ჩათესლა; ყოველივე მანკიერებას ფხიზელი თვალით უნდა ვუყურებდეთ და ცეცხლითა და მახვილით უნდა ვებრძოდეთ.

ამ ხილულ სამყაროში ყველაფერი დიადი, ამაღლებული და მშვენიერი თანდათანობით იქმნება.

— აკაკი ბაქრაძე