მხარდაჭერა
ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისა და დაფინანსების პრინციპი ეფუძნება ღრმა რწმენას, რომ საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს აკისრია. ამიტომ, ჩვენი ორგანიზაციის დაფინანსების ძირითადი წყარო ყოველთვის ქართველი მხარდამჭერები იქნებიან. ამავე დროს, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფოს, საქართველოსაც ესაჭიროება მოკავშირე ქვეყნებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. შესაბამისად, ორგანიზაცია ღიაა და მადლიერებით მიიღებს იმ ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომელთა ღირებულებებიც ჩვენს პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია.
თუ გსურთ, რომ მხარი დაგვიჭიროთ, ამ ეტაპზე, ეს შესაძლებელია აკაკი ბაქრაძის საზოგადოების საბანკო ანგარიშზე:
- ბანკი: თიბისი ბანკი
- ანგარიშის მფლობელი: აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
- SWIFT კოდი: TBCBGE22
- ლარში (₾) გადარიცხვისთვის – IBAN: GE57TB7485536080100013
- აშშ დოლარში ($) გადარიცხვისთვის – IBAN: GE10TB7485536180100002
- ევროში (€) გადარიცხვისთვის – IBAN: GE10TB7485536180100002
ახლა უმთავრესი ამოცანა ვასალური აზროვნებისაგან განთავისუფლებაა; იგი ხელ ფეხს გვიკრავს, სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, გვაიძულებს სხვის იმედად ვიყოთ, საკუთარის არ გვჯეროდეს.
თავისუფლება დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ვერცერთი ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს მოკავშირის დაუხმარებლად.
– აკაკი ბაქრაძე