მმართველი საბჭო

საზოგადოების მმართველი საბჭო შედგება როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე უცხოეთში მყოფი ქართველებისგან, რომლებიც ერთიანდებიან ქვეყნის მომავალზე ზრუნვის სურვილითა და პასუხისმგებლობით. როგორც ნიკო ნიკოლაძე წერდა: „სადაც უნდა იცხოვროს ან იმოქმედოს მამულის მოყვარე პირმა, ჩემი აზრით, ყველგან სასარგებლო იქნება თავის ქვეყნისათვის, თუკი, სურვილის გარდა, იმისათვის ბუნებას ნიჭი, ცოდნა და ძალა მიუნიჭებია. რითიმე, როგორმე ყოველგან მოუტანს ის ხეირს თავის ქვეყანას, აქ იყოს გინდ სტამბოლს, გინდ მადრიდს“.

ჩვენ ვიზიარებთ მის რწმენას, რომ ადგილი კი არა, არამედ სიყვარული, საქმიანობა და პატიოსნება განსაზღვრავს ადამიანის სარგებლიანობას თავისი ქვეყნისთვის.

„სადაც უნდა იცხოვროს ან იმოქმედოს მამულის მოყვარე პირმა, ჩემი აზრით, ყველგან სასარგებლო იქნება თავის ქვეყნისათვის.“

— ნიკო ნიკოლაძე

საბჭოს წევრები

ვალერიან სიხუაშვილი

დამფუძნებელი და თავმჯდომარე

ვალერიან სიხუაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია და უფროსი მრჩეველი ალექსანდერ ჰამილტონის საზოგადოებაში (AHS) ქ. ვაშინგტონში, სადაც მას ხუთი წელიწადი აკადემიური პროგრამების დირექტორის თანამდებობა ეკავა. ჰამილტონის საზოგადოებამდე, ის მუშაობდა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების მოწინავე სკოლაში (SAIS) ასოცირებული მკვლევარის პოზიციაზე და ასევე იყო მკვლევარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. კარიერის დასაწყისში, ის მუშაობდა პოლიტიკური მეცნიერებების აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწედ. 

ვალერიანი ასევე არის აშშ-ში ქართული ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. 

განათლება

  • მაგისტრის ხარისხი — ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მოწინავე სკოლა (SAIS)
  • ბაკალავრის ხარისხი — კოლუმბიის უნივერსიტეტი

ეკა კუბლაშვილი

ხაზინდარი

ეკა კუბლაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მოწვეული ლექტორია და უძღვება კურსს ფინანსური აღრიცხვა. მას დიდი გამოცდილება აქვს ფინანსური მართვის სფეროში, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კომპანიებში. 

აკადემიური საქმიანობამდე, ეკა მუშაობდა რეგიონალური ფინანსური ოფიცრის პოზიციაზე USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წყლის რესურსების მართვის პროგრამაში, რომელსაც ახორციელებდა Deloitte Consulting. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია EPAM Systems-ში და ფინანსური ფუნქციების შესრულებას საქართველოს წამყვან კომპანიებში, მათ შორის – ‘’არქი’’ და ‘’ენთები.’’ 

განათლება

  • მაგისტრის ხარისხი — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  • ბაკალავრის ხარისხი — კავკასიის უნივერსიტეტი

ნიკოლოზ ანასაშვილი

ნიკოლოზ ანასაშვილი არის საინვესტიციო ოფიცერი მსოფლიო ბანკის ხაზინაში, სადაც ის ეხმარება მსოფლიოს მასშტაბით საპენსიო ფონდებს, სუვერენულ საინვესტიციო ფონდებსა და ცენტრალურ ბანკებს, გააუმჯობესონ საჯარო აქტივების საინვესტიციო მართვა. მას აქვს საერთაშორისო ფინანსური აქტივების მართვისა და შესაძლებლობების განვითარების ათწლეულზე მეტი გამოცდილება.

განათლება

  • მაგისტრის ხარისხი — ჰარვარდის უნივერსიტეტი, კენედის სახელობის მმართველობის სკოლა (HKS)
  • ბაკალავრის ხარისხი — ჩიკაგოს უნივერსიტეტი

ალექსანდრე ხუნჯუა

ალექსანდრე ხუნჯუა მუშაობს ანალიტიკოსად კომპანია Mantis Analytics-ში, სადაც იგი ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც მიმართულია საგარეო საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ. ამ პოზიციის დაკავებამდე, ალექსანდრე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისში, სადაც ჩართული იყო არაერთ პროექტში, მათ შორის – კანონის უზენაესობის პროექტში. კარიერის დასაწყისში ალექსანდრემ ხუთი წელი იმუშავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და ნატოს საკავშირეო ოფისში. 

2019 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრეს მიანიჭა ედმუნდ ს. მასკის სტიპენდია, რის შედეგადაც მიწვეული მკვლევარის რანგში მუშაობდა ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიაში, ვაშინგტონში. 

განათლება

  • საჯარო საქმეთა მაგისტრი (M.P.S.A.) — ტეხასის A&M უნივერსიტეტი, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლა (Fulbright-ის სტიპენდიანტი)
  • ბაკალავრის ხარისხი — შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
  • FLEX პროგრამის კურსდამთავრებული

ლუკა კალანდარიშვილი

ლუკა კალანდარიშვილი არის გამოცდილი ფინანსისტი, რომელიც ამჟამად დირექტორის პოზიციას იკავებს Fitch Ratings-ის ნიუ-იორკის ოფისში. მანამდე მისი კარიერული გამოცდილება მოიცავს ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას ვაშინგტონში მოქმედ აქტივების მართვის კომპანიაში, ასევე – ბანკირის როლს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, ლონდონში. 

განათლება

  • მაგისტრის ხარისხი — ჰარვარდის უნივერსიტეტი, კენედის სახელობის მმართველობის სკოლა (HKS)
  • ბაკალავრის ხარისხი — იელის უნივერსიტეტი

ქეთევან ნოზაძე

ქეთევან ნოზაძე ხელმძღვანელობს ეროვნული მონიტორინგისა და შეფასების (M&E) სისტემების გაძლიერებას მსოფლიო ბანკში. მას აქვს 12 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და შეფასების მიმართულებით. ბოლო წლებში ქეთევანი გლობალურად უძღვებოდა MESA-ს (Monitoring and Evaluation Systems Analysis) დიაგნოსტიკურ პროცესებს და მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინსტიტუციური სისტემების განმტკიცებაზე, განსაკუთრებული ყურადღებით კლიმატის ცვლილებასა და გარემოსდაცვით მდგრადობაზე. 

განათლება

  • ეკონომიკის მაგისტრი — ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მოწინავე სკოლა (SAIS)
  • სამშვიდობო კვლევების მაგისტრი — ნოტრ დამის უნივერსიტეტი

საბჭოს ყველა წევრი ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში
მოხალისეობის პრინციპით.