- შოთა რუსთაველი, ვეფხისთყაოსანი
- აკაკი ბაქრაძე, „ავთანდილის სახე“
ეთიკური ლიდერობის სტიპენდია
სამომავლოდ იგეგმება აკაკი ბაქრაძის სახელობის ეთიკური ლიდერობის სტიპენდიის დაწესება. ეს ოთხკვირიანი საზაფხულო პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას შესთავაზებს უნივერსიტეტის ნიჭიერ და საზოგადოებრივი საქმიანობის სურვილით სავსე სტუდენტებს: შეისწავლონ ლიდერობა ქართულ ღირებულებებზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და დემოკრატიულ იდეალებზე დაფუძნებით.
მონაწილეები ჩაერთვებიან ინტენსიურ სემინარებში ქართული ლიტერატურის, ისტორიული გამოცდილებისა და დემოკრატიული თეორიების შესახებ. პროგრამა სტუდენტებს ასევე შესთავაზებს ღონისძიებებს, რაც ფოკუსირებული იქნება მათ პროფესიულ ზრდაზე. დაიგეგმება კულტურული აქტივობებიც – ვიზიტები ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ სივრცეებში და ქართული კინოს საღამოები და დისკუსიები. პროგრამა ჩატარდება თბილისში. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ უფასოდ, უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით და მიიღებენ 1000 ლარის ოდენობის სტიპენდიას. სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ მონაწილეებს პროგრამა დაუფარავს დაბინავების ხარჯებს.
თერგდალეულები ცდილობდნენ, ქართველი ხალხის ცხოვრება და თავისუფლება ნასესხები იდეებით კი არ მოეწყოთ, არამედ ჩვენი ერის ისტორია, ყოფა, ზნე-ჩვეულება, ხასიათი, თვისება ღრმად შეესწავლათ, გაეთვალისწინებინათ და მომავალი ამ ცოდნის გამოყენებით აეგოთ.
– აკაკი ბაქრაძე
ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვიცით რომ რუსეთი გვეომებოდა. ეს ომი დიდი ხანია დაიწყო, 1801 წელს. მას მერე ომი სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, ვლინდება მაგრამ შინაარსი ყოველთვის ერთია: საქართველოს დაჩოქება, მისი წელში გატეხვა, და დამორჩილება.
– აკაკი ბაქრაძე
დემოკრატია არა მარტო პოლიტიკური მართველობის ფორმაა, არამედ აზროვნებისაც; გაცილებით ძნელია და რთული დემოკრატიული აზროვნების გამომუშავება.
– აკაკი ბაქრაძე
საერთოდ, წარსულით ცხოვრება არ შეიძლება. წარსული შეიძლება გახსოვდეს, როგორც გარკვეული ძეგლი. ცხოვრება ყოველთვის უნდა იყოს წინ მიმართული. ყველა ერი, ყველა პიროვნება უნდა ცხოვრობდეს მომავლით და მომავლისკენ უნდა იყოს მისი მზერა მიპყრობილი. წარსული არის გარკვეული გაქვავებული მშვენიერება და შეიძლება ამით იამაყო, მაგრამ – იცხოვრო, წარმოუდგენელია. ყველაფერი უნდა წარიმართოს წინ, ყველაფერი უნდა წარიმართოს მომავლის სახელით. აი, მაშინ შევძლებთ ახალი ქვეყნის აშენებას და ახალი ცხოვრების დამკვიდრებას.
– აკაკი ბაქრაძე