დათვალიერება კმარა? — საგანმანათლებლო ექსპედიციების პროგრამა

დათვალიერება კმარა? — ეს არის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს აკაკი ბაქრაძის ამავე სახელწოდების წერილის იდეის გაცოცხლებას: კულტურული მემკვიდრეობის დაფასებას, გააზრებასა და მის დაცვაზე ზრუნვას. პროგრამის ფარგლებში, ყოველ ზაფხულს შეირჩევა ერთი მნიშვნელოვანი კულტურული რეგიონი.

2026 წლის ექსპედიცია: ტაო-კლარჯეთი

წლევანდელი ექსპედიცია გაიმართება ტაო-კლარჯეთში 23-27 ივლისს და სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 მოტივირებულ, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით სავსე სტუდენტს გააერთიანებს. ექსპედიციას გაუძღვება გიდი და ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, არა მხოლოდ დაათვალიერონ, არამედ სიღრმისეულად გაიაზრონ ჩვენი კულტურული საგანძურის მნიშვნელობა და შეიმუშაონ მისი დაცვის პრაქტიკული პროექტი.

პროგრამაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება: მგზავრობის, კვებისა და განთავსების ხარჯებს აკაკი ბაქრაძის საზოგადოება უზრუნველყოფს. ქვემოთ იხილეთ დეტალური ინფორმაცია დღის განრიგსა და სააპლიკაციო ვადებზე.

განაცხადების მიღება 27 აპრილამდე გაგრძელდება.
შერჩევის შედეგები გამოცხადდება 8 ივნისს.

პროგრამის განრიგი

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე I (თბილისი) – ხუთშაბათი, 23 ივლისი

16:30–18:00: ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

19:30–20:30: დისკუსია: აკაკი ბაქრაძის მემკვიდრეობა

20:45–22:00: ლექციები:

  • ტაო-კლარჯეთში ახალი ქართლის ჩამოყალიბება 
  • ისტორიული მიმოხილვა და საგარეო პოლიტიკა
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე II – პარასკევი, 24 ივლისი

05:00: თბილისიდან გასვლა

10:00-19:00: ძეგლების მონახულება: ქაჯის ციხე, ტბეთა, ხანძთა, დოლისყანა

21:00-22:00: საღამოს აქტივობა:

  • ტრივია – საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, კინო, მუსიკა, პოპ-კულტურა.
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე III – შაბათი, 25 ივლისი

8:00-9:00: საუზმე სასტუმროში

9:00-19:00: ძეგლების მონახულება: არხალო, ოთხთა, ოშკი, ხახული

21:00-22:30: საღამოს აქტივობა:

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე IV – კვირა, 26 ივლისი

8:00-9:00: საუზმე სასტუმროში

9:00-19:00: ძეგლების მონახულება: პარხალი, იშხანი, ბანა

15:00-21:00: გზა თბილისისკენ

22:00: სტუდენტების დაბინაბება სასტუმროში

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დღე V (თბილისი) – ორშაბათი, 27 ივლისი

9:00-10:00: საუზმე სასტუმროში

10:00-11:30: შემაჯამებელი დისკუსია

კარგია დათვალიერება. მართლაც დიდებული და თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც ბუნებას შეუქმნია, ოღონდ ყველაფერს ადამიანის ხელიც უნდა დავატყოთ! ამან დამაფიქრა და მტკივნეული კითხვა გამიჩინა – სადამდე უნდა ვათვალიეროთ ჩვენივე მამული?!

– აკაკი ბაქრაძე, დათვალიერება კმარა?

შემაჯამებელი პროექტი 

ექსპედიციის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემაჯამებელი ნაშრომი ერთ-ერთი მიმართულებით:

  • ესე: ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს მიღებულ გამოცდილებას და იყოს ისტორიული ან ანალიტიკური შინაარსის.
  • მემორანდუმი: დოკუმენტში უნდა იყოს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს სახელმწიფომ ან საზოგადოებამ იმისათვის, რომ:
    1. გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება ამ ისტორიული ძეგლების შესახებ და გაამყაროს კავშირი მოსახლეობასა და კულტურულ მემკვიდრეობას შორის;
    2. უზრუნველყოს ძეგლების დაცვა, მოვლა და შენარჩუნება;
    3. გააცნოს თანამედროვე საქართველო ტაო-კლარჯეთის მკვიდრ ქართულ მოსახლეობას.

საუკეთესო ნაშრომები (როგორც ესე, ისე მემორანდუმი) გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. გამორჩეული ავტორები დაჯილდოვდებიან 500 ლარით. გარდა ამისა, ჩვენ ვითანამშრომლებთ პარტნიორ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შევუწყოთ გამარჯვებული მემორანდუმის პრაქტიკულ განხორციელებას.

განაცხადების მიღება 27 აპრილამდე გაგრძელდება.
შერჩევის შედეგები გამოცხადდება 8 ივნისს.