პუბლიცისტური წერილები, 1989-1999

პუბლიცისტური წერილები, 1989-1999
ესეისტიკა

აკაკი ბაქრაძის შემოქმედება გაცილებით დიდ პერიოდს მოიცავს, თუმცა ამ კრებულისთვის ჩვენ მიზანმიმართულად შევარჩიეთ 1989–1999 წლებში დაწერილი წერილები. ეს ის პერიოდია, როცა ეროვნული მოძრაობის სახით ქვეყანაში დიდი იმედი დაიბადა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება რეალურ შესაძლებლობად იქცა, თუმცა მალევე გამოჩნდა, რამდენად რთულია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს აშენება. ეროვნული მოძრაობის შემდგომმა მტკივნეულმა მარცხმა, სამოქალაქო დაპირისპირებამ და ომმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ჩვენი პრობლემების სათავეები უნდა ვეძებოთ არა მხოლოდ ჩვენ გარშემო არსებულ საფრთხეებში, არამედ შინაგან მანკიერებებშიც. მკითხველისთვის ისტორიული კონტექსტის შესაქმნელად, თითოეული წლის წინ დართულია იმ დროის მთავარი მოვლენების მოკლე ქრონოლოგია.

ეს კრებული მკითხველს მარტივ პასუხებს არ სთავაზობს. თუმცა სწორედ აკაკი ბაქრაძის მტკივნეულ დაკვირვებებში იკვეთება ერთგვარი ოპტიმიზმი, გამოსავალი და იმის გააზრება, თუ რა არის აუცილებელი უკეთესი მომავლის ასაშენებლად.

წიგნის წრის განრიგის მაგალითი
ჩვენი რეკომენდაციაა ამ წიგნის წრეს დაეთმოს ოთხი შეხვედრა

  • შეხვედრა 1  –  1989-1990 წლები, გვ. 10-147
  • შეხვედრა 2 – 1991-1992 წლები; გვ. 151-246
  • შეხვედრა 3 – 1993-1996 წლები; გვ. 255-350
  • შეხვედრა 4 1997-1999 წლები; გვ. 367-477

განხილვის ფორმატი
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ წიგნის წრის შეხვედრები ეფუძნებოდეს ყველა წევრის აქტიურ მონაწილეობას.

ამ ხილულ სამყაროში ყველაფერი დიადი, ამაღლებული
და მშვენიერი თანდათანობით იქმნება.

— აკაკი ბაქრაძე, „სისხლიანი ანეკდოტი“

ასევე იხილეთ

მწერლობის მოთვინიერება

მწერლობის მოთვინიერება

ესეისტიკა
წიგნი აღწერს ქართველი მწერლებისა და ინტელექტუალების მძიმე მდგომარეობას საბჭოთა კავშირის ...
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი

ბიოგრაფია
წიგნი დეტალურად აღწერს მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ...
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

ბიოგრაფია
აკაკი ბაქრაძის ნამუშევრებს შორის წიგნს „ილია ჭავჭავაძე“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი ...