კინო თეატრი

კინო თეატრი
ესეისტიკა

ამ წიგნში დაბეჭდილი წერილები სხვადასხვა დროს დაიწერა და ყველა გამოქვეყნებულია – ზოგი ჟურნალ-გაზეთებში, ზოგიც ავტორის ადრინდელ წიგნებში, მაგრამ ასე ერთად თავმოყრილი პირველად იბეჭდება.

წერილები ეხება კინოსა და თეატრის ცხოვრება-საქმიანობას. ავტორი უშუალო მონაწილეა ამ ცხოვრება-საქმიანობისა და წიგნი, ასე თუ ისე, წარმოადგენას მისცემს მკითხველს – რა საკითხები აწუხებდა კინოსა და თეატრს გარკვეული წლების მანძილზე, რამდენად არის ის ძველი სატკივარი დღეს განკურნებული თუ არაფერი შეცვლილა და ძველი ჭრელობა ისევ დაუნდობლად გვახსენებს თავს?

მატჩის ბოლოს გაწვიმდა კიდეც. დასველებულნი, ქანცგაწყვეტილნი,ჩამოხეულნი, ტალხში ამოთხუპნულები, დამარცხებულნი და წამხდარნი მილასლასებენ იასონიდა მისი ბიჭები ზღვისპირას. ერთ უდაბურ ადგილას, კბოდეზე ჩერდებიან. შორს მიმავალ გემს სევდითა და ბოღმით სავსენი მისჩერებიან. გემიდან გუგუნითა და გრიალით ისმის ინგლისურიეროვნული ჰიმნი. მისი ხმა ყველაფერს ავსებს. ქართველი ფეხბურთელების მწუხარებით სავსე სახეზე ერთმანეთში აზელილია წვიმა, ცრემლი, ოფლი, ტალახი. ისინი მზერით მიაცილებენ გემს. უცბად, თითქოს დაგროვილმა ბოღმამ ვულკანივით ამოხეთქაო, იწყებენ სიმღერას. ისევიმ სიმღერას, მატჩის დაწყების წინ, ჰიმნის მაგიერ რომ იმღერეს. მღერიან ისე, რომ უსკდებათძარღვები, ეხლიჩებათ ყელი, მაგრამ მაინც ომახიანად და ვაჟკაცურად. არსებითად ეს არარის სიმღერა. ეს უფრო გლოვაა. თვალებიდან მოწანწკარებს ცრემლები, სხეული უთრთით დაუცახცახებთ, მაგრამ სიმღერას არ წყვეტენ. ეს საციცოცხლო ენერგიის გამოვლენაა. სხვა ძალა მათ არა აქვთ. გაუტეხელ სულში უნდა იპოვნონ არსებობის საფუძველი.

— აკაკი ბაქრაძე, “პირველი მერცხლის” ალეგორია

ასევე იხილეთ

მწერლობის მოთვინიერება

მწერლობის მოთვინიერება

ესეისტიკა
წიგნი აღწერს ქართველი მწერლებისა და ინტელექტუალების მძიმე მდგომარეობას საბჭოთა კავშირის ...
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი

ბიოგრაფია
წიგნი დეტალურად აღწერს მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ...
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

ბიოგრაფია
აკაკი ბაქრაძის ნამუშევრებს შორის წიგნს „ილია ჭავჭავაძე“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი ...