სკოლას

სკოლას
ესეისტიკა

აკაკი ბაქრაძე ყველგან და ყოველთვის მოვლენის არსს სწვდება და წარმოაჩენს. ამავე დროს, აკაკი ბაქრაძისათვის მხატვრული ტექსტი ერთგვარი საყრდენია, რათა მისი მეშვეობით საკუთარი სათქმელი თქვას, მოვლენისა თუ ფაქტისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს. ამას იგი ნათელი სტილითა და სანიმუშო სისადავით აღწევს. ამიტომაც არის აკაკი ბაქრაძე ნებისმიერი მკითხველისათვის ერთნაირად საინტერესო და გასაგები. „სკოლას“– აკაკი ბაქრაძის წერილების კრებული ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელოა ქართულ ლიტერატურაში საშუალო სკოლების მოსწავლეთათვის.

საზოგადოების მომზადება და მიმხრობა თვით არის ურთულესი პრობლემა. ასეთ გარემოებაში სიტყვისა და საქმის ერთიანობისთვის მებრძოლი, უხშირეს შემთხვევაში, მსხვერპლია. ამიტომ ვისაც სურს სიტყვა და საქმე ერთიანი ჰქონდეს, უნდა შეეძლოს თავისთავის ზვარაკად გაღება. ეს აუცილებელი პირობაა.

— აკაკი ბაქრაძე, საქმუთ მეტყველი სული

წამბაძვლობის ნიჭი უდიდესი საჩუქრია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის ნიჭი ნაჭარბევად მოგვცა. ჩვენ ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს. სადაც არ გვყოფნის საკუთარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონს გასვლას და ლელოს გატანას.

— აკაკი ბაქრაძე, Მოუხმარელი, ანუ ტრაგიკული თავისუფლება

ასევე იხილეთ

მწერლობის მოთვინიერება

მწერლობის მოთვინიერება

ესეისტიკა
წიგნი აღწერს ქართველი მწერლებისა და ინტელექტუალების მძიმე მდგომარეობას საბჭოთა კავშირის ...
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი

ბიოგრაფია
წიგნი დეტალურად აღწერს მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ...
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

ბიოგრაფია
აკაკი ბაქრაძის ნამუშევრებს შორის წიგნს „ილია ჭავჭავაძე“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი ...