
წიგნი აღწერს ქართველი მწერლებისა და ინტელექტუალების მძიმე მდგომარეობას საბჭოთა კავშირის პერიოდში. ეს ნაშრომი ასახავს ადამიანის ყოფას ეპოქაში, სადაც განსხვავებული აზრის ჩახშობა და აზროვნების კონტროლი იყო. საინტერესოა, რომ ბაქრაძე არ იკავებს მსაჯულის პოზიციას, არ ადანაშაულებს და არც ამართლებს. იგი ცდილობს, გაიგოს როგორ და რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მოგვიწოდებს, გავითვალისწინოთ გაუსაძლისი ზეწოლა და გვაფიქრებს, როგორ მოიქცეოდა ადამიანი ასეთ მძიმე ვითარებაში.
წიგნის წრის განრიგის მაგალითი
ჩვენი რეკომენდაციაა ამ წიგნის წრეს დაეთმოს ოთხი შეხვედრა
- შეხვედრა 1 – ეროვნული ტრადიცია და პარტიულობის პრინციპი; ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი და შემოქმედებითი თავისუფლება; ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი და მწერლის აქტიური საზოგადოებრივი როლი; გვ. 7-76
- შეხვედრა 2 – მწერლობა-აგიტპუნქტი და ლიტერატურის ჰუმანისტური პრინციპი; მწერლობა-აგიტპუნქტი და მისი შედეგი; საერთო-ადამიანური თუ კლასობრივ-პარტიული?; იდეალი და ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი; გვ. 77-166
- შეხვედრა 3 – მუქარა და სასჯელი; კრიტიკა-ჟანდარმი; აზრის დასაწურისება; გვ. 167-250
- შეხვედრა 4 – უღირსებო კაცი, ანუ „ახალი ადამიანი“ სამშობლო; ეროვნული ენერგიის ძიება; გვ. 251-330
განხილვის ფორმატი
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ წიგნის წრის შეხვედრები ეფუძნებოდეს ყველა წევრის აქტიურ მონაწილეობას.
ასეთ პერიოდში ორი ძალა იცავდა ქართველი ხალხის ეროვნულ ღირსებას – ქრისტიანული რელიგია და მწერლობა.
— აკაკი ბაქრაძე, მწერლობის მოთვინიერება
ევროპულმა კულტურამ აღზარდა პიროვნული და ეროვნული თავისუფლების იდეალი აფრიკა და აზიის დაპყრობილ ხალხებში. გააღვიძა ისინი… რუსულმა კულტურამ კი თავისუფლების იდეალის მაგიერ გამოიმუშავა პიროვნებისა და ერის დამონების ახალი ფორმა და გარუსების ახალ გზას მიაგნო, რუსული სოციალიზმის სახით.
— აკაკი ბაქრაძე, მწერლობის მოთვინიერება