აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი
ბიოგრაფია

წიგნი დეტალურად აღწერს მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოეტის აკაკი წერეთლის ცხოვრებას და შემოქმედებას. ამავდროულად, ავტორი სიღრმისეულად იძიებს აკაკი წერეთლის დროების ისტორიულ, კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტს, წარმოაჩენს პოეტის კავშირებს იმ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანებთან, ვისთან ურთიერთობამაც დიდი როლი ითამაშა აკაკის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, დააჩნია თავისი კვალი პოეტის ლიტერატურული საქმიანობის დასაწყისსა და განვითარებას. შესაბამისად, ამ წიგნში გაეცნობით არა მხოლოდ აკაკი წერეთელს, არამედ წარმოდგენას შეიქმნით მისი თანამედროვეების მოღვაწეობაზე და დაინახავთ ეპოქის სურათს, რომელსაც წიგნის ავტორი ოსტატურად გადმოსცემს. წიგნი უხვად არის ილუსტრირებული ფოტოებით, ხელნაწერებისა და დასტამბული გამოცემების ასლებით, ნახატებით და სხვა საინტერესო საარქივო მასალით.

წიგნის წრის განრიგის მაგალითი
ჩვენი რეკომენდაციაა ამ წიგნის წრეს დაეთმოს ოთხი შეხვედრა

  • შეხვედრა 1  – წარმომავლობა, აღზრდა – სკოლა, პეტერბურგში, დაქორწინება; გვ. 7-45
  • შეხვედრა 2 – სულის ნეტარება, „სულიკო,“ ბეთლემის ვარსკვლავი, გამზრდელი;“ გვ. 46-151
  • შეხვედრა 3 – არც ბატონად, არც მონად…, ყველამ ხელი შემიშალა…,“ სცენა, ჩანგი და ლოცვა, გვ. 152-229
  • შეხვედრა 4 – უგუნურების წარღვნა, არარსში დაბრუნება, გვ. 231-299

განხილვის ფორმატი
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ წიგნის წრის შეხვედრები ეფუძნებოდეს ყველა წევრის აქტიურ მონაწილეობას.

ასევე იხილეთ

მწერლობის მოთვინიერება

მწერლობის მოთვინიერება

ესეისტიკა
წიგნი აღწერს ქართველი მწერლებისა და ინტელექტუალების მძიმე მდგომარეობას საბჭოთა კავშირის ...
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

ბიოგრაფია
აკაკი ბაქრაძის ნამუშევრებს შორის წიგნს „ილია ჭავჭავაძე“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი ...
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე

ბიოგრაფია
წიგნი ეხება გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებას. აღწერილია ...