ნაშრომების განმეორებით გამოცემა

აკაკი ბაქრაძის მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი დღეს აღარ იბეჭდება და ახალგაზრდა თაობისთვის თითქმის ხელმიუწვდომელია. ნაშრომების განმეორებით გამოცემის პროექტი მიზნად ისახავს მისი ტექსტების ხელახლა გამოცემასა და მათ განხილვას საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების მეშვეობით.

უპირველესად, ვმუშაობთ აკაკი ბაქრაძის მიერ 1989–1999 წლებში დაწერილი პუბლიცისტური წერილების წიგნად გამოცემაზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოში გამოიცემა. ამავე წელს, ნოემბერში, დაგეგმილია მწერლობის მოთვინიერების გამოცემაც. 2027 წელს, ვიმუშავებთ ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიის დაბეჭდვაზე.

2026 · აგვისტო პუბლიცისტური წერილები (1989–1999)

2026 · ნოემბერი მწერლობის მოთვინიერება

2027 · აპრილი ნიკო ნიკოლაძე

პუბლიცისტიკა

კრიტიკა, ესეისტიკა
წიგნში თავმოყრილია კრიტიკული წერილები, რომელნიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული იყო პრესაში …

მწერლობის მოთვინიერება

ესეისტიკა
წიგნი აღწერს ქართველი მწერლებისა და ინტელექტუალების მძიმე მდგომარეობას საბჭოთა კავშირის …

ნიკო ნიკოლაძე

ბიოგრაფია
წიგნი ეხება გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებას. აღწერილია …


რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის. თუ მაგას მივყევით, ჩვენ ჩინებსავით შევზდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავდგამთ. თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლისა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ, პირუთვნელად უნდა ვამხილოთ ყოველივე დასადგომი და უვარგისი. როგორ უნდა გავსწორდეთ თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება.

— აკაკი ბაქრაძე, ილია ჭავჭავაძე