მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი (ნახევარი განაკვეთი)

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი (ნახევარი განაკვეთი).

ძირითადი მოვალეობები:

  • საზოგადოების კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება;
  • სოციალური მედიის პლატფორმების ტექსტური, ვიზუალური და მულტიმედიური მასალის მომზადება და განთავსება;
  • საზოგადოების ღონისძიებებისა და პროგრამების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
  • საზოგადოების აქტივობების მონიტორინგი და ანგარიშგება.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ღრმა კავშირი აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მისიასა და პრინციპებთან;
  • უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი პოლიტიკის, ისტორიის, ლიტერატურის, კომუნიკაციის, მარკეტინგის ან სხვა ჰუმანიტარული მიმართულებით;
  • სოციალური მედიის მართვის ან კომუნიკაციების გამოცდილება;
  • ძლიერი წერითი და კომუნიკაციის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შემოქმედებითი მიდგომა.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

  • 6-8 საათი კვირაში;
  • მოქნილი გრაფიკი;
  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა.

სახელი და გვარი
Drag & Drop Files, Choose Files to Upload
Drag & Drop Files, Choose Files to Upload