
აკაკი ბაქრაძის ნამუშევრებს შორის წიგნს „ილია ჭავჭავაძე“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგანაც იგი შეეხება „ერის სინდისად“ და „ერის მამად“ წოდებული დიდი პოეტის, მწერლის, მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავავაძის (1837 -1907) შემოქმედებასა და მის ტრაგიკულ ბედისწერას. საბჭოთა პერიოდში პირველად ამ წიგნის ფურცლებზე დაისვა კითხვა ილიას ნამდვილი მკვლელებისა და მათი მოტივაციების შესახებ. წიგნი თავს უყრის ქართული ყოფის თითქმის ყველა საჭირბოროტო საკითხს და აჩვენებს, თუ რატომ „გადაწყდა საქართველოს ბედისწერა“ ამ უდიდესი ისტორიული დანაშაულით.
წიგნის წრის განრიგის მაგალითი
ჩვენი რეკომენდაციაა ამ წიგნის წრეს დაეთმოს სამი შეხვედრა
- შეხვედრა 1 – პროლოგი, 1837 ოქტომბერი, „ბუნებისა თქვენის ვარ შვილი…,“ „…ტფილისშია, აბა, რა ჰპოვე?..,“ „სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა…,“ „ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ…,“ „ბაზალეთისა ტბის ძირასოქროს აკვანი არისო…,“ „თავად-აზნაურობამ გადაწყვიტა დაარსება საადგილმამულო ბანკისა…,“ „მეცხრამეტე საუკუნემ უანდერძა აწ მომავალს…,“ „შესდგა საზოგადოება წერა-კითხვის გამავრცელებელი…;“ გვ. 7-71
- შეხვედრა 2 – „ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?,“ სიყვარულს უშენებია, არაფრობის უარყოფა, საქმით ნმეტყველი სული, გზა ხსნისა; გვ. 72-153
- შეხვედრა 3 – „სად არს ის ღმერთი, იგი გრძნობა, ის სიყვარული?“ „აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მეარც სიძულვილში, არც სიყვარულში,“ „იმათთან ერთად ბრძოლაში დავიხოცოთ,“ „ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,“ „მოზიდულია მშვილდი, კენტო, უფრთხილდი ისარს!,“ წიწამური, ეპილოგი; გვ. 154-219
განხილვის ფორმატი
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ წიგნის წრის შეხვედრები ეფუძნებოდეს ყველა წევრის აქტიურ მონაწილეობას.
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა-პაპათგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?
— ილია ჭავჭავაძე
რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის. თუ მაგას მივყევით, ჩვენ ჩინებსავით შევზდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავდგამთ. თუ წინსვლა და გამრჯვება გვინდა, ნაკლსა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ, პირუთვნელად უნდა ვამხილოთ ყოველივე დასადგომი და უვარგისი. როგორ უნდა გავსწორდეთ თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინებაშ.
— ილია ჭავჭავაძე