წამოიწყე წიგნის წრე შენს უნივერსიტეტში – განაცხადის ფორმა

პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თავად დააფუძნონ წრეები და შექმნან სივრცეები, სადაც ღიად, სიღრმისეულად და გააზრებულად იმსჯელებენ აკაკი ბაქრაძის ნაშრომებსა და მისი იდეების აქტუალობაზე დღევანდელ საქართველოში. პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული წევრისთვის წიგნების უფასოდ მიწოდებას და აანაზღაურებს თითოეული შეხვედრის კვების ხარჯებს 50 ლარის ფარგლებში.

ინსტრუქციები და რეკომენდაციები:

  • მოაგროვე მონაწილეები – შეკრიბე მინიმუმ 8 სტუდენტი შენს უნივერსიტეტში (მეგობრები, კურსელები, ან სტუდენტები სხვა ფაკულტეტებიდან).
  • აირჩიე წიგნი – გადაწყვიტეთ, რომელ ტექსტზე იმსჯელებთ. ქვემოთ იხილავთ წიგნის წრეების განრიგის მაგალითებს, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ.
  • განსაზღვრე შეხვედრების რაოდენობა და გრაფიკი – გადაწყვიტეთ, რამდენჯერ შედგება წრე (მინიმუმ 3 შეხვედრა) და რა სიხშირით (ყოველკვირა, ორ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ).
  • შეავსე განაცხადის ფორმა – ფორმის წარმატებით შევსების შემდეგ, დაგიკავშირდებით, რათა დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები და მოგცეთ რეკომენდაციები დისკუსიაში წარმატებით ჩასართავად.
  • დაგვიკავშირდი – თუ გაქვს კითხვები, მოგვწერე ელფოსტაზე info@akakibakradzesociety.org ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 557 95 93 18 და ჩვენ დაგეხმარებით საჭირო ინსტრუქციებითა და რჩევებით.
სახელი და გვარი
აირჩიე წიგნი რომლის გარშემოც გსურს კითხვის წრის წამოწყება
მაგ. ოქტომბრის მეორე კვირიდან, კვირაში ერთხელ, ოთხი შეხვედრა
მიუთითეთ სახელი, გვარი, და ფაკულტეტი/კურსი

საქართველოსთვის როგორც პატარა და უმწეო ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ორიენტაციას; დღესაც დგას საკითხი, რუსეთი თუ ევროპა/ამერიკა; თუ ჩვენ საბოლოო არჩევანი ვერ გავაკეთეთ და ხან ერთ მხარეს მივაწყდით და ხან მეორეს მაშინ საქართველოს ბედ იღბალი საბედისწერო ხიფათის პირდაპირ აღმოჩნდება.

ერთმორწმუნეობის დოგმა ურთულესი პრობლემაა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას რომ თუ ქართული პოლიტიკურ ცნობიერებაში ერთმორწმუნეობის დოგმა არ წაიშალა საქართველო რუსეთის ბატონყმობას ვერ დააღწევს.

— აკაკი ბაქრაძე, მიამიტობა