დიალოგი წიგნებთან

აკაკი ბაქრაძის ნაშრომების უკეთ შესასწავლად, საზოგადოება დააფინანსებს და მხარს დაუჭერს ორ საგანმანათლებლო პროგრამას: „წიგნის წრე შენს უნივერსიტეტში“ და „წიგნი ჩვენგან“.

წამოიწყე წიგნის წრე შენს უნივერსიტეტში

პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თავად დააფუძნონ წრეები და შექმნან სივრცეები, სადაც ღიად, სიღრმისეულად და გააზრებულად იმსჯელებენ აკაკი ბაქრაძის ნაშრომებსა და მისი იდეების აქტუალობაზე დღევანდელ საქართველოში. პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული წევრისთვის წიგნების უფასოდ მიწოდებას და აანაზღაურებს თითოეული შეხვედრის კვების ხარჯებს 50 ლარის ფარგლებში.

წიგნის წრეების განრიგის მაგალითები

მწერლობის მოთვინიერება

ესეისტიკა
წიგნი აღწერს ქართველი მწერლებისა და ინტელექტუალების მძიმე მდგომარეობას საბჭოთა კავშირის …

ილია ჭავჭავაძე

ბიოგრაფია
აკაკი ბაქრაძის ნამუშევრებს შორის წიგნს „ილია ჭავჭავაძე“ სრულიად განსაკუთრებული ადგილი …

აკაკი წერეთელი

ბიოგრაფია
წიგნი დეტალურად აღწერს მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი …

წიგნი ჩვენგან

წიგნის წრეების დაფინანსების პარალელურად, საზოგადოება დაეხმარება იმ სტუდენტებსაც, ვისაც სურთ, დამოუკიდებლად გაეცნონ ბაქრაძის ნაშრომებს. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია შეავსოს ფორმა, მიუთითოს რჩეული ნაშრომი და განმარტოს მისი წაკითხვის სურვილის მიზეზი, რის საფუძველზეც, ის საზოგადოებისგან საჩუქრად მიიღებს წიგნს.

მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა და დაფინანსება გავრცელდეს სხვა მნიშვნელოვან ტექსტებზეც, რომლებიც საქართველოს ისტორიას, ლიტერატურასა და პოლიტიკურ თეორიას ეხება.

პირველი მკითხველები

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

ანრი გორგილაძე

უნივერსიტეტი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

არჩეული წიგნი: აკაკი ბაქრაძე, ილია ჭავჭავაძე წიწამური

 

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

მონიკა წურწუმია

უნივერსიტეტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არჩეული წიგნი: აკაკი ბაქრაძე, მწერლობის მოთვინიერება

თერგდალეულები ცდილობდნენ, ქართველი ხალხის ცხოვრება და თავისუფლება ნასესხები იდეებით კი არ მოეწყოთ, არამედ ჩვენი ერის ისტორია, ყოფა, ზნე-ჩვეულება, ხასიათი, თვისება ღრმად შეესწავლათ, გაეთვალისწინებინათ და მომავალი ამ ცოდნის გამოყენებით აეგოთ.

— აკაკი ბაქრაძე