ნაშრომების განმეორებით გამოცემა

აკაკი ბაქრაძის ნაშრომების განმეორებით გამოცემის პროექტი მიზნად ისახავს მისი ტექსტების ხელახლა გამოცემასა და მათ განხილვას საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების მეშვეობით. მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი დღეს აღარ იბეჭდება და ახალგაზრდა თაობისთვის თითქმის ხელმიუწვდომელია. უპირველესად, ვმუშაობთ მის მიერ 1989-1999 წლებში დაწერილი პუბლიცისტური წერილების წიგნად გამოცემასა და ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიის დაბეჭდვაზე. ამ ტექსტების უკეთ შესწავლის მიზნით, გაიმართება საჯარო დისკუსიები და შეიქმნება წიგნის წრეები.

ასევე, მიზნად ვისახავთ რამდენიმე ნაშრომის ინგლისურად თარგმნას, რათა მისი შემოქმედება უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

ნიკო ნიკოლაძე

ბიოგრაფია
წიგნი ეხება გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებას. აღწერილია …

პუბლიცისტიკა

კრიტიკა, ესეისტიკა
წიგნში თავმოყრილია კრიტიკული წერილები, რომელნიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული იყო პრესაში …

კინო თეატრი

ესეისტიკა
ამ წიგნში დაბეჭდილი წერილები სხვადასხვა დროს დაიწერა და ყველა გამოქვეყნებულია …


რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის. თუ მაგას მივყევით, ჩვენ ჩინებსავით შევზდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავდგამთ. თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლისა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ, პირუთვნელად უნდა ვამხილოთ ყოველივე დასადგომი და უვარგისი. როგორ უნდა გავსწორდეთ თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება.

— აკაკი ბაქრაძე, ილია ჭავჭავაძე