ვალერიან სიხუაშვილი
დამფუძნებელი და თავმჯდომარე
ვალერიან სიხუაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია და უფროსი მრჩეველი ალექსანდერ ჰამილტონის საზოგადოებაში (AHS) ქ. ვაშინგტონში, სადაც მას ხუთი წელიწადი აკადემიური პროგრამების დირექტორის თანამდებობა ეკავა. ჰამილტონის საზოგადოებამდე, ის მუშაობდა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების მოწინავე სკოლაში (SAIS) ასოცირებული მკვლევარის პოზიციაზე და ასევე იყო მკვლევარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. კარიერის დასაწყისში, ის მუშაობდა პოლიტიკური მეცნიერებების აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწედ.
ვალერიანი ასევე არის აშშ-ში ქართული ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი.
განათლება
- მაგისტრის ხარისხი — ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მოწინავე სკოლა (SAIS)
- ბაკალავრის ხარისხი — კოლუმბიის უნივერსიტეტი