მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი (ნახევარი განაკვეთი)
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი (ნახევარი განაკვეთი).
ძირითადი მოვალეობები:
- საზოგადოების კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება;
- სოციალური მედიის პლატფორმების ტექსტური, ვიზუალური და მულტიმედიური მასალის მომზადება და განთავსება;
- საზოგადოების ღონისძიებებისა და პროგრამების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
- საზოგადოების აქტივობების მონიტორინგი და ანგარიშგება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ღრმა კავშირი აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მისიასა და პრინციპებთან;
- უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი პოლიტიკის, ისტორიის, ლიტერატურის, კომუნიკაციის, მარკეტინგის ან სხვა ჰუმანიტარული მიმართულებით;
- სოციალური მედიის მართვის ან კომუნიკაციების გამოცდილება;
- ძლიერი წერითი და კომუნიკაციის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შემოქმედებითი მიდგომა.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- 6-8 საათი კვირაში;
- მოქნილი გრაფიკი;
- ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა.