ეთიკური ლიდერობის სტიპენდია

სამომავლოდ იგეგმება აკაკი ბაქრაძის სახელობის ეთიკური ლიდერობის სტიპენდიის დაწესება. ეს ოთხკვირიანი საზაფხულო პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას შესთავაზებს უნივერსიტეტის ნიჭიერ და საზოგადოებრივი საქმიანობის სურვილით სავსე სტუდენტებს: შეისწავლონ ლიდერობა ქართულ ღირებულებებზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და დემოკრატიულ იდეალებზე დაფუძნებით.

მონაწილეები ჩაერთვებიან ინტენსიურ სემინარებში ქართული ლიტერატურის, ისტორიული გამოცდილებისა და დემოკრატიული თეორიების შესახებ. პროგრამა სტუდენტებს ასევე შესთავაზებს ღონისძიებებს, რაც ფოკუსირებული იქნება მათ პროფესიულ ზრდაზე. დაიგეგმება კულტურული აქტივობებიც – ვიზიტები ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ სივრცეებში და ქართული კინოს საღამოები და დისკუსიები. პროგრამა ჩატარდება თბილისში. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ უფასოდ, უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით და მიიღებენ 1000 ლარის ოდენობის სტიპენდიას. სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ მონაწილეებს პროგრამა დაუფარავს დაბინავების ხარჯებს.

ნაწილი I: ვინ ვართ ჩვენ და რა ღირებულებები განსაზღვრავს ლიდერობას

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

სიბრძნე და პრაგმატიზმი

  • შოთა რუსთაველი, ვეფხისთყაოსანი
  • აკაკი ბაქრაძე, ავთანდილის სახე
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

ზნესრულობა და საქმით მეტყველი სული

  • ილია ჭავჭავაძე, კაცია-ადამიანი?!, მგზავრის წერილები, ოთარაანთ ქვრივი
  • აკაკი ბაქრაძე, არაფრობის უარყოფა,“ „საქმით მეტყველი სული

 

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

სახელმწიფოებრივი შეგნება და ეროვნული ღირსება

  • აკაკი წერეთელი, გამზრდელი, თორნიკე ერისთავი, ბაში-აჩუკი
  • აკაკი ბაქრაძე, ბედი ქართლისა და აკაკი წერეთელი
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

თავისუფლება და ზნეობრივი სიმტკიცე

  • ვაჟა ფშაველა, სტუმარ-მასპინძელი, გველის-მჭამელი, ალუდა ქეთელაური 
  • აკაკი ბაქრაძე, ვაჟას მრწამსი

 

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

თვითშეფასება და თანალმობა

  • დავით კლდიაშვილი, სამანიშვილის დედინაცვალი, სოლომონ მორბელაძე
  • აკაკი ბაქრაძე, არსებობის შიში

 

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

წარსულის პატივისცემა, მომავლის რწმენით

  • ნიკო ლორთქიფანიძე, მრისხანე ბატონი, რაინდები, ჟამთა სიავე
  • აკაკი ბაქრაძე, სევდა ისტორიისა
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

უღირსობა, ძალადობა და ჯაყოს გზა

  • მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაყოს ხიზნები, კვაჭი კვაჭანტირაძე 
  • აკაკი ბაქრაძე, მოუხმარავი, ანუ ტრაგიკული თავისუფლება

თერგდალეულები ცდილობდნენ, ქართველი ხალხის ცხოვრება და თავისუფლება ნასესხები იდეებით კი არ მოეწყოთ, არამედ ჩვენი ერის ისტორია, ყოფა, ზნე-ჩვეულება, ხასიათი, თვისება ღრმად შეესწავლათ, გაეთვალისწინებინათ და მომავალი ამ ცოდნის გამოყენებით აეგოთ.

– აკაკი ბაქრაძე

ნაწილი II: ჩვენი წარსულის გააზრება — საქართველოს ისტორიული გზის გაკვეთილები

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

ფარნავაზი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაწყისი?

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, და საქართველოს ოქროს ხანა

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

საქართველო ოსმალებსა და სპარსელებს შორის

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

ერეკლე მეორე და გეორგიევსკის ტრაქტატი

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

თერგდალეულები და ქართული იდენტობის გაღვიძება

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 1918–1921

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

საბჭოთა კავშირის შემოსვლა და ოკუპაცია

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

ერთიანი ეროვნული მოძრაობა და დამოუკიდებლობა

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

სამოქალაქო დაპირისპირება და ომი

……………………

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

სოხუმის დაცემა და ტერიტორიების წართმევა

……………………

ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვიცით რომ რუსეთი გვეომებოდა. ეს ომი დიდი ხანია დაიწყო, 1801 წელს. მას მერე ომი სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, ვლინდება მაგრამ შინაარსი ყოველთვის ერთია: საქართველოს დაჩოქება, მისი წელში გატეხვა, და დამორჩილება.

– აკაკი ბაქრაძე

ნაწილი III: დემოკრატია და საქართველოს მომავალი

აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დემოკრატიის ინსტიტუტები

  • ჯონ ლოკი, მთავრობის ორი ტრაქტატი
  • შარლ ლუი დე მონტესკიე, კანონთა გონი
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დემოკრატიის ნორმები

  • ალექსის დე ტოკვილი, დემოკრატია ამერიკაში
  • ჯონ სტიუარტ მილი, თავისუფლებაზე 
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

დემოკრატიული საზოგადოების გამოწვევები

  • ფრენსის ფუკუიამა, ლიბერალიზმი და მისი უკმაყოფილონი
აკაკი ბაქრაძის საზოგადოება

საქართველოს მომავალი

  • აკაკი ბაქრაძე, ნიკო ნიკოლაძე, მრწამსი
  • აკაკი ბაქრაძე, ვასალური აზროვნება; “ხაფანგი”

დემოკრატია არა მარტო პოლიტიკური მართველობის ფორმაა, არამედ აზროვნებისაც; გაცილებით ძნელია და რთული დემოკრატიული აზროვნების გამომუშავება.

– აკაკი ბაქრაძე

საერთოდ, წარსულით ცხოვრება არ შეიძლება. წარსული შეიძლება გახსოვდეს, როგორც გარკვეული ძეგლი. ცხოვრება ყოველთვის უნდა იყოს წინ მიმართული. ყველა ერი, ყველა პიროვნება უნდა ცხოვრობდეს მომავლით და მომავლისკენ უნდა იყოს მისი მზერა მიპყრობილი. წარსული არის გარკვეული გაქვავებული მშვენიერება და შეიძლება ამით იამაყო, მაგრამ – იცხოვრო, წარმოუდგენელია. ყველაფერი უნდა წარიმართოს წინ, ყველაფერი უნდა წარიმართოს მომავლის სახელით. აი, მაშინ შევძლებთ ახალი ქვეყნის აშენებას და ახალი ცხოვრების დამკვიდრებას.

– აკაკი ბაქრაძე